რატი იონათამიშვილი - საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ
რატი იონათამიშვილი - საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილს განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ბოლომდე იქნება შენარჩუნებული.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი საარჩევნო ძალადობასთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო პროცესებში არ მოუსმენიათ ისეთი განცხადება, რომელიც თუნდაც, მათი აქტივისტების მიმართ მოწოდება იქნებოდა, ძალადობისგან თავი შეიკავონ, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.

„ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პარტიის ლიდერები აკეთებენ. ჩვენი მოწოდებაა, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნებისმიერ ძალადობაზე უარი ვთქვათ, ასევე თავი შევიკავოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რადგან ჩვენი ინტერესია, სამართლიანი და მშვიდი არჩევნები ჩატარდეს, რასაც უზრუნველვყოფთ. ერთეული ინციდენტების მოუხედავად, ჩვენი მოწოდებებისა და სამართალდამცავების მყისიერი რეაგირების შედეგად ეს პროცესები განეიტრალებულია და საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.