რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობის ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა და არასოდეს მოხდება
რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობის ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა და არასოდეს მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის უმრავლესობა შეთანხმების ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს, რაც მიანიშნებს, რომ მათ კომპრომისზე წასვლის ინტერესი არ აქვთ.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, რაიმე სახის კომპრომისზე წავიდნენ, თუნდაც, მცირე კონსტრუქციულიბა შეიტანონ მოლაპარაკებების პროცესში. როგორც ჩანს, მათი ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა და არასოდეს მოხდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.