რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, გერმანიის მომავალი კანცლერი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს, საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაში
რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, გერმანიის მომავალი კანცლერი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს, საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაში

გერმანიის მომავალი კანცლერი, როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს. საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ევროპაში სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები გამოადგებათ.

„როგორც ჩანს, გერმანიის მომავალი კანცლერი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს და ამას სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს უწოდებს. საკითხები, რომლებზეც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაშიც. მათ მოვუწოდებდი, ბევრი რაღაც ჩვენგან ისწავლონ. როგორც ჩანს, თავიანთ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩვენი გადაწყვეტილებები გამოადგებათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.