რატი იონათამიშვილი – როგორც ჩანს, ევრობიუროკრატები უკრაინას არ უყურებენ არც როგორც ქვეყანას და არც როგორც ხალხს, არც ევროპა აინტერესებთ და არც უკრაინა, რაც აინტერესებთ, სწორედ ის ხდება უკრაინაში
კაია კალასის პოზიცია მხოლოდ ევრობიუროკრატის პოზიცია არ არის, როგორც ჩანს, ეს მთლიანად ევრობიუროკრატების პოზიციაა, რომლებიც უკრაინას არ უყურებენ არც როგორც ქვეყანას და არც როგორც ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ინტერესი არ აქვთ, უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს.
„ფაქტობრივად, ისინი აღიარებენ, რომ მათთვის უკრაინა სამხედრო ბანაკია, რომელსაც სხვა ქვეყნის წიააღმდეგ აომებენ და ამით ცდილობენ, რომ ხელი მოითბონ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ უკრაინის მიმართ. ეს ნამდვილად აჩვენებს იმ ძალიან სერიოზულ უფსკრულს, რომელიც დღეს ევრობიუროკრატიაში არსებობს. ძალიან სამწუხაროა, რომ სინამდვილეში, ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ, არც უკრაინა. რაც აინტერესებთ, სწორედ ის ხდება უკრაინაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა განაცხადა: „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია“.