რატი იონათამიშვილი - როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს
რატი იონათამიშვილი - როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს

როცა დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დესტრუქციული ქმედებაა, როდესაც ეროვნულ დროშას და ევროკავშირის დროშას სკოჩის ფუნქციას ანიჭებ, როდესაც ხელით ეხები პარლამენტის ყველაზე უხუცეს წევრს, რევაზ არველაძეს. დესტრუქციული ქმედება არის, როდესაც მერაბ ქვარაიას, ვინც იყო მსხვერპლი წინა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების, ისევ ამ ძალის წარმომადგენლები ცდილობენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მინდა, მოვუწოდო ყველას, კარგად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, რადგან 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის. ეს არის წარსული, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, პირადად მას მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, მათ შორის ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთილდღეობას და სასწრაფოდ არის გადასაჭრელი.

„ჩემთვის თითოეული დღე ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, ღიად ვთქვა და ვუთხრა ყველას, ღმერთი ნუ წარუწყდება და ვერავინ ვერ გაბედოს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს, რადგან პარლამენტი, იცით, რომ არის ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომელიც შევასრულეთ და გავხადეთ ხელმისაწვდომი და ხელოვნურ ბარიერებს ამ გზაზე მე ვერ ავიტან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის შენობა გუშინ საღამოდან ბლოკირებულია. აქციის მონაწილეების მიერ ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.