რატი იონათამიშვილი - რობაქიძის საქმე იყო ერთ-ერთი სიმბოლო იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების, რომლის პირობებშიც უმძიმესი დანაშაული მოხდა
რატი იონათამიშვილი - რობაქიძის საქმე იყო ერთ-ერთი სიმბოლო იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების, რომლის პირობებშიც უმძიმესი დანაშაული მოხდა

„როდესაც რობაქიძის საქმეზე ხელისუფლების მიმართ ვინმეს მხრიდან ბრალდება ისმის, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნა, ამის იქით ფსკერი აღარ არსებობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბუტა რობაქიძის საქმე იყო ერთ-ერთი სიმბოლო იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების, რომლის პირობებშიც მოხდა უმძიმესი დანაშაული. როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი აქეთ საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე, ეს არა მხოლოდ უხერხულია, არამედ მართლა ფსკერია და ამას საზოგადოებას კარგად შეაფასებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოშია დაბარებული.