რატი იონათამიშვილი - რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ოპონენტების ლუსტრაცია, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დესტაბილიზაცია რეგიონში, ჩვენ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
რატი იონათამიშვილი - რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ოპონენტების ლუსტრაცია, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დესტაბილიზაცია რეგიონში, ჩვენ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ოპონენტების ლუსტრაცია.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, „ქართულ ოცნებას“ კი დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში! ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგი ვიცით – მათ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს. ასევე, კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუციაც, რომელსაც 10 წელი უმალავდნენ ხალხს და რომლითაც ომის დაწყებაში დაადანაშაულეს ქართული სამხედრო ძალები! ჩვენი პოლიტიკა განსხვავებულია –

ზუსტად ვიცით რას და რატომ ვაკეთებთ! ჩვენი თითოეული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების და რეგიონში მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტელევიზიების ნარატივს რეზოლუციასთან დაკავშირებით – ყველა ადამიანს აქვს უფლება, ამ პროვოკაციული, უპრიმიტიულესი და მხოლოდ მტრისთვის სასარგებლო ნარატივის გავლენის ქვეშ იყოს!

და ბოლოს, რადგან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ელენე ხოშტარია ყველაზე მეტად „აღაშფოთა“ რეზოლუციის ტექსტმა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძალიან სწორი გზით მივდივართ და პროვოკაციული რიტორიკის წამოწევის და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანის შესახებ დავალება სწორედ რუსეთიდან მოდის“, – წერს რატი იონათამიშვილი.