რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა ფინანსდება, ვერ ბედავენ, საზოგადოებას ამ საკითხებზე ესაუბრონ
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა ფინანსდება, ვერ ბედავენ, საზოგადოებას ამ საკითხებზე ესაუბრონ

რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები იმისთვის ფინანსდებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა აწარმოონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ისინი ვერ ბედავენ, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე ესაუბრონ.

„ისინი ბედავენ და ამბობენ, რომ ამ თანხებს თურმე მიზნობრიობა არ აქვს, რაც ტყუილი და აბსურდია. არ არსებობს საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც ცენტების სიზუსტით არ ითვალისწინებდეს თანხების განკარგვას. ამხელა ტყუილს როცა ამბობენ, ფაქტია, მათ დასამალი აქვთ და ვერ ბედავენ, საზოგადოებას ამ საკითხებზე ესაუბრონ. სწორედ ამიტომ ვაპირებდით თავის დროზე გამჭვირვალობის თაობაზე ცვლილებების მიღებას, როცა საუკუნის აფერა ვნახეთ და რუსული კანონი უწოდეს იმას, რაც ამერიკული იყო, გუშინწინ კი საფრანგეთმა მიიღო, და რაც ევროკავშირისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები მალავენ ზუსტად იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩრდილოვნად ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.