რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ხელოვნური პროცესი არსებობს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც უშედეგო იქნება
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ხელოვნური პროცესი არსებობს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც უშედეგო იქნება

სინამდვილეში, არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს, ოპოზიციის მხრიდან არსებობს მხოლოდ ხელოვნური პროცესი, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები უშედეგო იქნება.

„ერთ მხარეს არის ლეგალური პროცესი, რომელსაც უძღვება „ქართული ოცნება“ და ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესის მიზანია სტატუსის მიღება, ხოლო მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელსაც პირიქით, მიზანი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საბოლოო ჯამში, ეს მცდელობები უშედეგო იქნება. ელემენტარულ საკითხებზეც ყველაზე დესტრუქციული ნაბიჯები აქვთ. ცხადია, მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება. რაც შეეხება მათ ვირტუალურ კანონის პროექტებს, ამით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრირება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.