რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს საკუთარი მხარდამჭერები არ ადარდებთ, მათ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებთ
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს საკუთარი მხარდამჭერები არ ადარდებთ, მათ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებთ

ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება და ერთგვარი გადაჯგუფებები მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია ერთმანეთის მიმართ იმ დამოკიდებულებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაა, ასევე დაპირისპირება სხვადასხვა ლიდერებს შორის.

„ზუსტად ჩანს, ეს ადამიანები გაერთიანებული ღირებულებებისა და იდეების გარშემო კი არ არიან, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს საკუთარი მხარდამჭერები არ ადარდებთ და საერთოდ არ აინტერესებთ, მას რა უნდათ და რას უკვეთავენ. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ გადატრიალებაზე არ ისაუბრებდნენ, რისი ინტერესიც მათ ამომრჩეველს არ აქვს. ამ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებთ“, – განაცხდა რატი იონათამიშვილმა.