რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, წარმომიდგენია, რა ეწერება მის ანგარიშში, რომელსაც ევროპელი ლიდერები ძალიან ელოდებიან
რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, მასთან ერთად სიძულვილის ენით მოიხსენიებს ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია.
„ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: „როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ“.
ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. უკვე წარმომიდგენია, რა ეწერება ალენ ბერსეს ანგარიშში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები ასე ძალიან ელოდებიან. უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია“, – წერს იონათამიშვილი.