რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე პერსონებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვინ ვისთან არ ილაპარაკებს, ეს მეათეხარისხოვანია
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე პერსონებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვინ ვისთან არ ილაპარაკებს, ეს მეათეხარისხოვანია

რადიკალურ ოპოზიციაში ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე პერსონებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. ვინ ვისთან არ ილაპარაკებს და რა ამბიციები აქვთ, ეს მეათეხარისხოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები ვისთან დასხდებიან და ვისთან – არა“.

„ფაქტია, ამ ადამიანებთან ჩვენი საზოგადოება არასოდეს დაჯდება და არ მოუსმენს, რადგან არათანმიმდევრული არიან და პოლარიზაციას უწყობენ ხელს. ისინი რადიკალიზაციასა და სიძულვილის ტირაჟირებას ახდენენ. ჩვენი საზოგადოება ასეთ ადამიანებთან დიალოგის რეჟიმში არასოდეს იქნება. ვინ ვისთან არ ილაპარაკებს და რა ამბიციები აქვთ, ეს მეათეხარისხოვანია. რადიკალურ ოპოზიციაში ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე პერსონებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, რადგან, ფაქტობრივად, ეს ერთი სხეულია და ერთი სულისკვეთებაა, რაც მხოლოდ სიძულვილის ტირაჟირებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.