რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყოს, ისინი ფსონს სწორედ ამაზე დებენ
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყოს, ისინი ფსონს სწორედ ამაზე დებენ

რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას საფრთხედ აღიქვამს, რადგან, რაც უფრო უზრუნველყოფილი იქნება პროგრესი, ისინი ფიქრობენ, რომ მათ ნაკლები შანსი ექნებათ, არეულობით ჩვენს ქვეყანაში რაიმე სარგებელი ნახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკას და ისტორიას ებრძვის.

„რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყოს და ისინი ფსონს სწორედ ამაზე დებენ. მათ სხვანაირად წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ. ამიტომ ცდილობენ, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენონ, თუმცა საკუთარი ქმედებებით საკუთარი თავის ოდიოზურ ლუსტრაციას უფრო მეტად ახდენენ. საზოგადოება არჩევს, ვინ როდის არის ფარისეველი და გულწრფელი. ოპოზიციისთვის ფარისევლობა სავიზიტო ბარათად არის ქცეული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.