რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი, მეტად დაესხმიან თავს ერთმანეთს
რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი, მეტად დაესხმიან თავს ერთმანეთს

რაც უფრო მოახლოვდება ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც დადგება რადიკალური ოპოზიციის წინაშე, მით უფრო დაიძაბება მათ შორის ურთიერთობა და ერთმანეთს თავს მეტად დაესხმიან, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

საუბარია ვიდეომიმართვაზე, სადაც უგულავამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მას მეტი მიზანი და იდეა არ აქვს.

რატი იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.

„რაც უფრო მოახლოვდება ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც დადგება რადიკალური ოპოზიციის წინაშე, მით უფრო დაიძაბება მათ შორის  ურთიერთობა და ერთმანეთს თავს მეტად დაესხმიან. ეს ბუნებრივია, რადგან ისინი ერთმანეთს აბრალებენ იმ სავალალო სიტუაციას, რომელშიც დღეს არის რადიკალური ოპოზიცია. მათი მხარდაჭერა დღითიდღე ეცემა, რაც არის კანონზომიერება, რადგან ქართველი ხალხისგან დაიმსახურეს, რომ უარი უთხრან, როგორც ადრე უთხრეს ხელისუფლებაში ყოფნაზე, ახლა ოპოზიციაშიც აღარ უნდა დარჩეს მათი ადგილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.