ანრი ოხანაშვილი - ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია
ანრი ოხანაშვილი - ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია

ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია, გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს, როცა კახა კალაძესა და შეკრებილ ადამიანებს ქვებით გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „თუ ვინმეს სურს, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს, ეს „ქართული ოცნების“ გუნდია“.

„არაერთხელ ვთქვით, რომ ოპოზიციის კრიმინალური სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას შეეცდებიან და ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ. რა მოხდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, თუმცა კარგად გვახსოვს, ქვებით „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს როგორ გაუსწორდნენ. ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია. ქვები მათთან არის ასოცირებული და მათკენ მოიკითხონ. გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და რა გააკეთეს, როცა კახა კალაძესა და შეკრებილ ადამიანებს ქვებით გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს მათი ხელწერაა. თუ ვინმეს სურს, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს, ეს „ქართული ოცნების“ გუნდია. მმართველი გუნდის მხარდაჭერა 60 პროცენტის ფარგლებშია და მის არანაირ ინტერესში არ შევა დაძაბულობის შექმნა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება. წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ დააბარალო ის, რასაც შენ აკეთებ, მაგრამ ოპოზიციის ხელწერა საზოგადოებამ კარგად იცის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.