რატი იონათამიშვილი - ქართულმა მხარემ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა  სტოკჰოლმის არბიტრაჟში მოიგო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია იყო სიმართლე
რატი იონათამიშვილი - ქართულმა მხარემ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა სტოკჰოლმის არბიტრაჟში მოიგო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია იყო სიმართლე

ქართულმა მხარემ „ფრონტერას“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიციები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით იყო სიმართლე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესში იყო, რომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა საერთაშორისო ამ შემთხვევაში, სტოკჰოლმის არბიტრაჟში გამართულიყო, ვინაიდან ეს მაღალი სტანდარტების ლეგიტიმაციას შესძენდა გადაწყვეტილებას. ქართულმა მხარემ, ეს სასამართლო დავა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოზიციები, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ  ვაჟღერებდით ყოფილა სიმართლე.

ეს მახსენებს იმავე სიტუაციას, რაც „რუსთავი “-ის ირგვლივ იყო, როდესაც ჩვენ თუნდაც, ცალკეული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ბრალს გვდებდნენ, რომ თითქოს კეთილსინდისიერება არ იყო ბოლომდე დასული. ყველა ასეთ ორჭოფულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.