რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ რეიტინგი დამსახურებულია, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და დაუპირისპირდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს
რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ რეიტინგი დამსახურებულია, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და დაუპირისპირდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ 60 პროცენტია, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია. თუ ქართველ ამომრჩეველს ვინმე არ მოსწონს, ეს ოპოზიციაა, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ათი თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშფოთებული და შეშინებულია.

„„ქართული ოცნების“ რეიტინგი დამსახურებულია, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რომელიც დაუპირისპირდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს და ეს იყო მათი დღის წესრიგი. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ მათ ეს შედეგები უკვირთ, მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ. არჩევნებამდე ათი თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშფოთებული და შეშინებულია. როგორც ჩანს, მათი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება, როცა არჩევნები მოახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი. სამწუხაროდ, ოპოზიცია საკუთარ ინტერესებს ვერ სცდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.