რატი იონათამიშვილი – „ქართული ოცნება“ პირნათელია ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტთან, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობასთან, ასეთი რეზოლუციები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის იმიჯს აზიანებს

15:05, 15.07.2026

„ქართული ოცნება“ პირნათელი და მართალია ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტთან, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობასთან. ჯო უილსონის ფანტასმაგორიებს არანაირი ძალა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ასეთი რეზოლუციები, პირველ რიგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის იმიჯს აზიანებს და ეუთო-ს ფორმატიდან გადის.

„სწორედ ამ ადამიანების პასუხისმგებლობაა, აზრი და ნდობა დაუბრუნონ იმ მისიას, რის გამოც თავის დროზე ეს საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა, თუ უნდათ, ამ ავტორიტეტიდან რაიმე დარჩეს, თუ არადა, იქნება ისეთი – ნანახი გვაქვს თუნდაც ევროპარლამენტის მაგალითზე – რომლის იმიჯიც და რეპუტაციაც ევროკავშირის ქვეყნებში დაბალ ნიშნულზეა“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

მსგავსი