რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების ფორმატის ერთგულია, ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე რომ არ ისახავდა მიზნად შეთანხმება ცივილური გზით მომხდარიყო, ვფიქრობ, დღითიდღე ნათელი ხდება
რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების ფორმატის ერთგულია, ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე რომ არ ისახავდა მიზნად შეთანხმება ცივილური გზით მომხდარიყო, ვფიქრობ, დღითიდღე ნათელი ხდება

„ქართული ოცნება“ არის მოლაპარაკების ფორმატის ერთგული, ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და არა ვიწრო პარტიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენს ამ დამოკიდებულებას და მიდგომას ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ხედავს ჩვენი საზოგადოება და ხედავს შესაბამისად. ჩვენ ცხადია, მომავალშიც ვიქნებით მოლაპარაკების ფორმატის ერთგული. ის, რომ ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად მოლაპარაკება შემდგარიყო და შეთანხმება მომხდარიყო ცივილური გზით, ვფიქრობ, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება და ყველაზე მძიმე მათთვის იქნება ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები“,- განაცხადა იონათამიშვილმა.