რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ერთადერთი სამართლიანი პოზიცია, რომელიც შეიძლება, მას ჰქონდეს
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ერთადერთი სამართლიანი პოზიცია, რომელიც შეიძლება, მას ჰქონდეს

პრეზიდენტს ჰქონდა მკაფიო პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია არის სამართლიანიც, ვინაიდან ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია.

„თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისა იცით, თუ რისთვის იხდის სასჯელს სააკაშვილი, როგორ ემალებოდა მართლმსაჯულებას და აქედან გამომდინარე ამ დამალვის მცდელობით არ აღიარებდა იმ დანაშაულებს, ახლაც არ აღიარებს და იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს, რომელსაც არ მიაჩნია, რომ რაიმე სახის მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია მოქალაქეების წინაშე, ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ არათუ ადამიანები, არამედ ოჯახები ჰყავს დაღუპული, უსინდისო საქციელი და პოზიციაა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს არის ერთადერთი სამართლიანი პოზიცია, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.~

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს. პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.