რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტი ამომრჩევლის სახელით საუბრობს მაშინ, როცა ამომრჩეველს არ ითვალისწინებს და მათ წინააღმდეგ არაერთხელ წავიდა
პრეზიდენტი ამომრჩევლის სახელით საუბრობს მაშინ, როცა ამომრჩეველს არ ითვალისწინებს და მათ წინააღმდეგ არაერთხელ წავიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„პრეზიდენტის განცხადებაში ორი ფაქტორი იყო განსაკუთრებით უხერხული – ერთი ის, რომ ამომრჩევლის სახელით საუბრობს მაშინ, როცა თუ ვინმეს არ ითვალისწინებს, ამომრჩეველია, რომელმაც მას მხარი დაუჭირა და მათ წინააღმდეგ არაერთხელ წავიდა. პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როგორც ჩანს, ისევ იმ აზრზეა, რაზეც ადრე იყო და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციულ კამპანიას. საზოგადოებამ მისგან უფრო მკაფიოდ გაიგო იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, ერთი ბრიფინგიდან გაეგო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
7 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“.