რატი იონათამიშვილი - პრემიერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივა დასაცინი გახდა თავად რადიკალურ ოპოზიციაში, ამაზე სავალალო საყურებელი არაფერია
„ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდა, რაც თავად რადიკალურ ოპოზიციაში გახდა დასაცინი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ამაზე სავალალო საყურებელი არაფერია.
„რადიკალური ოპოზიციის ერთმანეთთან დამოკიდებულებაც, მათი უშინაარსო ბუნება და ხასიათიც ჩანს. მათ ქმედებებში ახალი არაფერია, ამ ადამიანებს მახეებში თავის გაბმა სჩვევიათ. მსგავსი საქმიანობა წარმატებით გააგრძელონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.