რატი იონათამიშვილი - პოდოლიაკის გადასაწყვეტი არასოდეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, საინტერესოა, შეუერთდება თუ არა რადიკალური ოპოზიცია ამ მოღალატეობრივ განცხადებას
რატი იონათამიშვილი - პოდოლიაკის გადასაწყვეტი არასოდეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, საინტერესოა, შეუერთდება თუ არა რადიკალური ოპოზიცია ამ მოღალატეობრივ განცხადებას

მიხაილ პოდოლიაკის გადასაწყვეტი არასოდეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, ისევე, როგორც ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი პროცესის წინ ცდილობდა, რომ საქართველოს პროგრესი და წინსვლა არ ჰქონოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.

„ამ მხრივ, ყველაზე საინტერესოა, რას იტყვის რადიკალური ოპოზიცია, შეუერთდება პოდოლიაკის ამ მოღალატეობრივ და სამარცხვინო განცხადებას, თუ გაემიჯნება, რადგან ვხედავთ, რომ ერთსა და იმავეს თუთიყუშებივით იმეორებენ. პოდოლიაკი ხელისუფლებაზე კი არა, საქართველოზე საუბრობდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს. ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.“