რატი იონათამიშვილი - პირველი არ არის, როცა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს, ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა
რატი იონათამიშვილი - პირველი არ არის, როცა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს, ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა

არ შეიძლება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსთან, ასევე ეუთო/ოდირის ანგარიშებსა და დასკვნებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ინიცირებული ვარიანტი შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას.

„ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს. ეს სჭირდება, პირველ რიგში რეპუტაციულად, თვითონ ევროსაბჭოს. პირველი არ არის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს. ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ასე იყო ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც, ასე იქცევიან ისინი სტრასბურგშიც. ეს არის მათი საქმიანობის ერთადერთი არეალი, როგორც ჩანს, რომ რამენაირად ჩვენს ქვეყანას მიაყენონ ზიანი. საბოლოო ჯამში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვის რა პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოებისთვის ასეთი მტრული ჯგუფები ყოველთვის იქნება რადიკალურად მიუღებელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.