რატი იონათამიშვილი - პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მეოთხედ განიხილავს და ახლა მნიშვნელოვანია, ეს მაღალი სტანდარტით ჩატარდეს  
რატი იონათამიშვილი - პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მეოთხედ განიხილავს და ახლა მნიშვნელოვანია, ეს მაღალი სტანდარტით ჩატარდეს  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მეოთხედ განიხილავს.

როგორც რატი იონათამიშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საკითხის განხილვა ჩატარდეს მაღალი სტანდარტებით.

„ახლა რამდენჯერმე ითქვა, თითქოს პირველად განიხილავს პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. მინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, ეს მინიმუმ მეოთხე შემთხვევა მაინც არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს განხილვა იყოს მაღალი სტანდარტით, ეს პრეცედენტი ნამდვილად შევქმნათ. წინა შემთხვევებში არ მახსენდება, რომ მაღალი სტანდარტით მომხდარიყო ეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ.