რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის რიტორიკას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის რიტორიკას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან

ოპოზიცია საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და მეგობრებს თავს პირდაპირ ესხმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმებით ორიენტირი არიან რუსული ნარატივის განვითარებაზე და იგივე რიტორიკა აქვთ, რაც რუსეთს, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის რიტორიკას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან.

„რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცდება, როცა მათი პოზიცია არ მოსწონთ. ასევე ევროპის სასამართლო ცდება, ასევე გერმანიის ელჩი და გერმანიის სახელმწიფო. ისინი საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და მეგობრებს თავს პირდაპირ ესხმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმებით ორიენტირი რუსული ნარატივის განვითარებაზე არიან და იგივე რიტორიკა აქვთ, რაც რუსეთს, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. ამ რიტორიკას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.