რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მთავარ პრობლემას შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიონ
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მთავარ პრობლემას შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიონ

ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან არ აქვთ იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად იძულება იყო, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო შტოები ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც კი ცდილობს სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესები ერთმანეთში აურიოს სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.