რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ერთადერთი ამოცანა იყო მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის განხორციელება, რის შესრულებაშიც ორიანი მიიღეს, ამ დასკვნაში საქართველოს განადგურების სცენარი იყო
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ერთადერთი ამოცანა იყო მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის განხორციელება, რის შესრულებაშიც ორიანი მიიღეს, ამ დასკვნაში საქართველოს განადგურების სცენარი იყო

დაახლოებით, ასი ადამიანი შეიკრიბა და იქიდან ერთი იდეა ვერ გამოიტანეს. სინამდვილეში, მათ იდეა არასოდეს აქვთ, ისინი მხოლოდ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ და ამის შესრულებაშიც უნიათოები იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია დაცლილია შინაარსისგან.

„მათი ერთადერთი ამოცანა იყო, რომ რამენაირად მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის განხორციელება მომხდარიყო. ეს მათი საშინაო დავალება იყო, რის შესრულებაშიც ორიანი მიიღეს. ამ დასკვნაში საქართველოს განადგურების სცენარი იყო, რაშიც რადიკალურ ოპოზიციას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.