რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია თავდაყირა კითხულობს პარლამენტის რეგლამენტს, გვეუბნებიან, რომ ჯერ პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს, შემდეგ ბიუროს სხდომა და საკომიტეტო მოსმენები
რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია თავდაყირა კითხულობს პარლამენტის რეგლამენტს, გვეუბნებიან, რომ ჯერ პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს, შემდეგ ბიუროს სხდომა და საკომიტეტო მოსმენები

ოპოზიცია თავდაყირა კითხულობს პარლამენტის რეგლამენტს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ჯერ პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს, შემდეგ ბიუროს სხდომა და საკომიტეტო მოსმენები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს.

„მათ ან რეგლამენტი არ აქვთ წაკითხული, არ პროცედურები არ იციან, რომელიც კანონშემოქმედებით პროცესს თან ახლავს, ან განგებ იტყუებიან და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს და ამ საკითხზე ნებისმიერი მანიპულაცია უნდა დასრულდეს. პარლამენტს აქვს პროაქტიული სამუშაო პროცესი და დღის წესრიგი, რომელსაც მივყვებით და დღითი დღე უფრო ინკლუზიური ხდება, რათა კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და ღირსეულად მივიღოთ. 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.