რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია საჯარო განხილვებზე უარის თქმით ეთანხმება, რომ ლგბტ საკითხები ისწავლებოდეს სკოლებში და დაკანონებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება
რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია საჯარო განხილვებზე უარის თქმით ეთანხმება, რომ ლგბტ საკითხები ისწავლებოდეს სკოლებში და დაკანონებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ოპოზიცია საჯარო განხილვებზე უარის თქმით ისეთ საკითხებს ეთანხმება, რომ ლგბტ საკითხები ისწავლებოდეს სკოლებში და დაკანონებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, კეთილი ინებონ, ჩვენთან ერთად წამოვიდნენ საჯარო განხილვებზე და კითხვებზე უპასუხონ. კონკრეტულ კითხვას უპასუხონ, თანახმა არიან თუ არა ბაღებსა და სკოლებში ისწავლებოდეს მსგავსი საკითხები. ფაქტია, რომ ეს ადამიანები ან იმალებიან, ან საერთოდ გაურბიან კითხვებს. მათ პოზიციების დაფიქსირება მაინც მოუწევთ. ოპოზიცია საჯარო განხილვებზე უარის თქმით ისეთ საკითხებს ეთანხმება, რომ ლგბტ საკითხები ისწავლებოდეს სკოლებში და დაკანონებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. თუ ისინი ამ პროცესებს გაურბიან, ფაქტობრივად, ამ პროცესების თანამონაწილე ხდებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.