რატი იონათამიშვილი - NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირის გამომთხრელ საქმიანობაში, მოხარული ვარ, რომ მის საქმიანობაზე კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის
NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირის გამომთხრელ საქმიანობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარენ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ორგანიზაცია შეურაცხყოფას, პირველ რიგში, ამერიკას და ამერიკელი ხალხის დამსახურებას აყენებდა, მათთვის რეპუტაციული ზიანი მოჰქონდა.
„მისი საქმიანობის გამო ჯერ კიდევ წლების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები წუხდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ამაზე ღიად, ჩვენ გარდა, არავინ საუბრობდა. მოხარული ვარ, რომ ეს კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა.