რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი ფარისევლობაა, როცა სურთ, 9 აპრილს დაამთხვიონ საკუთარი ანტიეროვნული ღონისძიებები
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი ფარისევლობაა, როცა სურთ, 9 აპრილს დაამთხვიონ საკუთარი ანტიეროვნული ღონისძიებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალიან დიდი ფარისევლობაა, როდესაც მათ სურთ, 9 აპრილს დაამთხვიონ საკუთარი ანტიეროვნული ღონისძიებები, ამავდროულად, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

„მათ თურმე ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი შეიძლება მოტყუვდნენ სიმბოლური კავშირების გაბმით. რეალურად, ძალიან კარგია, რომ ასეთ დესტრუქციულ აქციებს აანონსებენ, ვინაიდან საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ადამიანებს მათმა ამომრჩეველმაც კი დამსახურებულად აქცია ზურგი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.