რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მისთვის და „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეული წევრისთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.

თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ,  რათა მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ.

„ჩემთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა არის მიუღებელი ისევე, როგორც ჩემი გუნდის თითოეული წევრისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ, პროცესების პროვოცირებას ახდენენ. ცხადია, რომ მათ ეს დავალება აქვთ, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია და ესკალაცია იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს.