რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იმ სხდომებზე მოდიან, სადაც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ქულების დაწერის მეტი შანსი აქვთ
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იმ სხდომებზე მოდიან, სადაც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ქულების დაწერის მეტი შანსი აქვთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია იმ საქმეების განხილვაზე არ მოდის, რომელიც მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იმ სხდომებზე მოდიან, სადაც ფიქრობენ, რომ მეტი შანსი აქვთ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ეს არის უპასუხისმგებლო მიდგომა საპარლამენტო ცხოვრების მიმართ, მაგრამ საზოგადოება მათგან მსგავს ქმედებებს მიჩვეულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. ცნობილია, რომ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება.