რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე მეტად რაშიც იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ, ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე მეტად რაშიც იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ, ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება

იმ ადამიანების მორალური სახე კი, ვინც ვირტუალურ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უამრავ უმძიმეს საქმეზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ახარებთ, ცალკე საკითხია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია რომ პარლამენტში არშესვლით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ეს დეფინიცია საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა.

„ამის შემდეგ, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე, შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა ოფიციალური თბილისისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მხარდაჭერა, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს. ცხადია, ამ გარემოებებმა ძალიან შეაშინა „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ერთადერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ფედერაცია. ამიტომ, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ – ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება. შედეგად, მათ მიერ კონტროლირებადი პარტიები ისევ ნაცების მესიჯბოქსზე გადაეწყნენ და ეს იქნება, ერთადერთი შედეგი, რასაც ამ სიბინძურით მიაღწევენ. იმ ადამიანების მორალური სახე კი, ვინც ვირტუალურ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უამრავ უმძიმეს საქმეზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ახარებთ, ცალკე საკითხია“, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

📍 ოპოზიცია რომ პარლმენტში არშესვლით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ეს დეფინიცია საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. ამის…

Posted by რატი იონათამიშვილი / Rati Ionatamishvili on კვირა, 07 მარტი, 2021