რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლარიზაციის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლარიზაციის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლარიზაციის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დიდი ხნის მანძილზე რადიკალური ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმს და პოლარიზაციას ასპონსორებდა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ახლა მის სპონსორობას საკუთარ რიგებში ახდენენ, რაც ძალიან კარგია, რადგან რაც უფრო პოლარიზებული იქნება „ნაცმოძრაობა”, მით უფრო დაცლილი იქნება პოლარიზაციისგან ქართული პოლიტიკა და ევროკავშირის რეკომენდაციაც ამ თვალსაზრისით შესრულებული იქნება“, – განაცხადა რატი იონათამაშვილმა.