რატი იონათამიშვილი - იმ პარტიასთან ერთად მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ, რომლის მიზანია არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ თემის სპეკულაციური გზით გამოყენება
რატი იონათამიშვილი - იმ პარტიასთან ერთად მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ, რომლის მიზანია არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ თემის სპეკულაციური გზით გამოყენება

რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს – „ნაციონალური მოძრაობით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით იმ პარტიასთან ერთად მსჯელობის აზრს ვერ ხედავენ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას.

„იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანია სინამდვილეში, არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ამ თემის სპეკულაციური გზით გამოყენება ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას და არც ევრონესტში მომზადებულ რეზოლუციას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.