რატი იონათამიშვილი - მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, აუცილებელია, აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთოს
რატი იონათამიშვილი - მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, აუცილებელია, აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთოს

მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს, აუცილებელია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განცხადებაზე. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნათლად განმარტა, რომ მოსამართლეზე თავდასხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საქმეს განიხილავს, პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე, რაც დაუშვებელია. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ წლიდან წლამდე ვითარდებოდეს, არამედ მუდმივად

ჩვენი ოპონენტებისგან ყველაზე უხერხულია ის, როცა თითქოს, ისინი გულშემატკივრები არიან დასავლური არჩევანისა და ღირებულებების, რადგან საკუთარი ხელისუფლების დროს ყველაზე მეტად გააძლიერეს რუსეთი მთლიანად რეგიონში და მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას სავაჭრო ზონაში და ისეთ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ომი ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს. ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი დაახლოება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებშია მიღებული. ჩვენი ოპონენტები მთელი თავისი საქმიანობის ფარგლებში ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოში დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ევროპულ განვითარებას. ამერიკა ჩვენი მთავარი პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ წლიდან წლამდე ვითარდებოდეს, არამედ მუდმივად და ამის დასტურია ის, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული აქტი დაინიცირდა, რაც არის მნიშვნელოვანი და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას. ამ ორმხრივ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის და უფრო მაღალი თანამშრომლობის სტანდარტზე ვიქნებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.