რატი იონათამიშვილი - მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის პასუხია
რატი იონათამიშვილი - მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის პასუხია

რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტით, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მთავარ საარჩევნო გზავნილს უპირისპირდება, 2024 წელს ოფიციალურად მივმართოთ წევრობაზე ევროკავშირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის პასუხია. ირაკლი ღარიბაშვილს სტრატეგიული მნიშვნელობის, საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირისა და ნატო-ს პირველ პირებთან. უმაღლეს დონეზე გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, საქართველო პოზიტიური დღის წესრიგით მოექცა მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში, გამოიკვეთა ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის კონტურები და ამის საპასუხოდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ისევ რუსული საქმის კეთებას მიჰყო ხელი.

საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტით, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მთავარ საარჩევნო გზავნილს უპირისპირდება – 2024 წელს ოფიციალურად მივმართოთ წევრობაზე ევროკავშირს. სწორედ, ამ განცხადების შემდეგ დაკარგეს მათ საბოლოოდ სახე და ეს არის ამ რბილი ძალების დესტრუქციულობის მთავარი მიზეზი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, საბოლოოდ, მაინც მივაღწევთ ისეთ შედეგს, რომელიც დააახლოებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და, თუ ეს ნაციონალური მოძრაობის გარეშე მოხდა, კიდევ უფრო მეტად წაადგება ქართულ დემოკრატიას“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.