რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი თუ მაინც გაბედავს ჩამოსვლას, მას გაუმართლებს მხოლოდ იმაში, რომ მისი ფავორიტი მეგის ქარდავა დახვდება მეზობელ საკანში და არა ციხის ადმინისტრაციაში
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი თუ მაინც გაბედავს ჩამოსვლას, მას გაუმართლებს მხოლოდ იმაში, რომ მისი ფავორიტი მეგის ქარდავა დახვდება მეზობელ საკანში და არა ციხის ადმინისტრაციაში

მიხეილ სააკაშვილი თუ მაინც გაბედავს ჩამოსვლას, მას გაუმართლებს მხოლოდ იმაში, რომ მისი ფავორიტი მეგის ქარდავა დახვდება მეზობელ საკანში და არა ციხის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად არის სამარცხვინო და არასერიოზული. თუ მაინც გაბედავს ჩამოსვლას, მას გაუმართლებს მხოლოდ იმაში, რომ მისი ფავორიტი მეგის ქარდავა დახვდება მეზობელ საკანში და არა ციხის ადმინისტრაციაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.