რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ბიზნესმენებს ერთგულ წევრებზე წინ აყენებს, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება 
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ბიზნესმენებს ერთგულ წევრებზე წინ აყენებს, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ბიზნესმენებს თავის ერთგულ წევრებზე წინ აყენებს, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ სია პარტიაში განხეთქილების საგნად იქცა, რაც ბუნებრივია.

„ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს თავის ერთგულ წევრებზე წინ აყენებს, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება. ეს პარტია და მისი ლიდერი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, საიდანაც მათ რეალურ სამყაროში ქართველი ამომრჩეველი 31 ოქტომბერს დააბრუნებს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.