რატი იონათამიშვილი - მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით ინტერესები არ აქვთ
რატი იონათამიშვილი - მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით ინტერესები არ აქვთ

მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით ინტერესები არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სიბინძურე, რომლის საზოგადოებაში დანერგვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, საბოლოოდ საკუთარ პარტიაში დანერგა.

„სიბინძურე, რომლის დანერგვასაც საზოგადოებაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, საბოლოოდ საკუთარ პარტიაში დანერგა – ეს არის სიძულვილი, ბოღმა, შუღლი, ერთმანეთში დაპირისპირება. მეორე მხრივ, მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით, არანაირი ინტერესები არა აქვთ. და ორმაგი სტანდარტები, როდესაც ამბობენ, რომ თურმე კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის მათთვის, როდესაც, პირიქით, კეზერაშვილი ოლიგარქის ყველაზე მარტივ კრიტერიუმებშიც კი აბსოლუტური სტატუსით არის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.