რატი იონათამიშვილი - მელიასთან დაკავშირებით სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც სამართლებრივად ჩათვლის
რატი იონათამიშვილი - მელიასთან დაკავშირებით სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც სამართლებრივად ჩათვლის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის გაცხადებით, ნიკა მელია არის დამნაშავე და პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას.

მისივე თქმით, მელია საპატიმროში საკუთარი ინიციატივით იმყოფება.

„ჩვენთვის ეს საქმე პოლიტიკურ კონტექსტში განხილული არასოდეს ყოფილა, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში. სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც სამართლებრივად ჩათვლის და დაასაბუთებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.