რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ

14:30, 29.07.2023

მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე.

„მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან “ფეიკს” და შფოთავენ.

სინამდვილეში ამით ორი რამე აშკარავდება – ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე – თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.

მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო “ფეიკები” აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე“, – წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი