რატი იონათამიშვილი – ლომჯარიასა და გიგაურის ორგანიზაციების მიერ დეკლარაციის შევსებასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა დანაშაულია ქვეყნის მიმართ

11:51, 19.04.2024

ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის ორგანიზაციების მიერ დეკლარაციის შევსებასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა დანაშაული და უსამართლობაა მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის გამო გვთხოვდნენ, თურმე სასჯელიდან უნდა გაგვათავისუფლებინა. ცხადია, მაშინ ამ უსამართლობას არ დავთანხმდით, რაც კანონის უზენაესობას დიდ შეურაცხყოფას მიაყენებდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მაშინ მართლები ვიყავით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მივაღწიეთ და სტრასბურგის სასამართლოში საქმეებიც მოვიგეთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მსგავსი