რატი იონათამიშვილი - „ლელოს“ უფრო მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი, მათი წევრებიც კი ბოლოს სხვა პარტიებს უჭერენ მხარს, ასეთი პარტიისგან ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი უხერხულია
რატი იონათამიშვილი - „ლელოს“ უფრო მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი, მათი წევრებიც კი ბოლოს სხვა პარტიებს უჭერენ მხარს, ასეთი პარტიისგან ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი უხერხულია

„ლელო“ ის პარტიაა, რომელსაც უფრო მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი. მათი წევრებიც კი ბოლოს სხვა პარტიებს უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პარტიის მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი ძალიან არასერიოზული და უხერხულია.

„აქ სხვა ქვეცნობიერი ჩნდება – ეს ადამიანები ილტვიან ძალაუფლების დაბრუნებისკენ და უნდათ, ერთდროულად იყვნენ ამ ქვეყნის პრეზიდენტები, პარლამენტარები, მინისტრები, მოსამართლეები და პროკურორები. ცხადია, ეს არის კრებითი სახე რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რომლის ავანგარდშიც ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.