რატი იონათამიშვილი - კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი
რატი იონათამიშვილი - კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი

კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებები“.

„კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან. სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულებზეც საუბარია არა მხოლოდ ქართული სასამართლოების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც. ასე რომ, მე ვფიქრობ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებიც სიტყვით ხშირად თითქოს ემიჯნებიან ხოლმე სააკაშვილს, მაგრამ საქმით ყოველთვის მის მორჩილებაში არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.