რატი იონათამიშვილი - ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა
რატი იონათამიშვილი - ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა

ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილი აფასებს „ლელოს“ კამპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

„შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში, ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და „ნაცების“ ლეღვის ფოთოლი „ლელოს“ საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა… როგორც ჩანს, „ნაცებიდან“ მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები“, – წერს იონათამიშვილი.