რატი იონათამიშვილი ხათუნა სამნიძეს მიმართავს - რისი მიღწევა გსურთ, მარტო საქართველოში გინდათ, სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს?
ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი „იმედს“ ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და იმავე დღეს „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს მიმართავს.
როგორც რატი იონათამიშვილი წერს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის.
„ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი „იმედს“ ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და, მაგალითად, იმავე დღეს „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ. აღარაფერს ვამბობ ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციისა და სპეკულაციის არშემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა „ტრენდს“ ამკვიდრებთ? თუ „იმედის“ რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ, სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა „იმედის“ ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის“, – წერს რატი იონათამიშვილი.