რატი იონათამიშვილი - ხან უკრაინას ითხოვენ, ხან პოლონეთს, ხან ამბობენ, სააკაშვილს არსად გადავიყვანთ, გამოუშვით, საქართველოში იქნებაო, ჩანს, რომ რეალური მოთხოვნა სრულიად სხვაა, ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ
რატი იონათამიშვილი - ხან უკრაინას ითხოვენ, ხან პოლონეთს, ხან ამბობენ, სააკაშვილს არსად გადავიყვანთ, გამოუშვით, საქართველოში იქნებაო, ჩანს, რომ რეალური მოთხოვნა სრულიად სხვაა, ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ

ხან უკრაინას ითხოვენ, ხან პოლონეთს, ხან ამბობენ, რომ სააკაშვილს არსად გადავიყვანთ, გამოუშვით და საქართველოში იქნებაო, აქაც არათანმიმდევრული არიან და ჩანს, რომ მათი რეალური მოთხოვნა არის სრულიად სხვა, ცდილობენ, ჩვენი საზოგადოება მოატყუონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 27 ქვეყანა მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და მას პოლონეთში მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

„ერთადერთი პრობლემა, რომელიც იკვეთება სააკაშვილის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატიმარი და, ცხადია, მას, ვისაც გარეთ აქვს მილიონები, ერთმილიონიან კონტრაქტს აფორმებს, რათა საკუთარი ქვეყანა დააზიანოს, წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი აქვს უკანონოდ და ყაჩაღობით დაგროვილი. ერთი, ამის გამო არ იცვლება და მეორე, იმის გამო, რომ ის არ ჭამს. ამიტომ, ეს რომ გამოასწოროს, ცხადია, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. რაც შეეხება კონკრეტული ექიმების ვიზიტს, თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პატიმარია, 1 500-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა მასთან. ამაზე შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკოსები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.